Skip to main content

Posts

ამადეო კლამენტ მოდილიანი

ამედეო კლემენტ მოდილიანი (იტალ. Amedeo Clemente Modigliani; დ. 12 ივლისი, 1884, ლივორნო, იტალია — გ. 24 იანვარი, 1920, პარიზი, საფრანგეთი) — იტალიელი მხატვარი და მოქანდაკე. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ცნობილი მხატვარი, ექსპრესიონიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. ამედეო (იედიდია) მოდილიანი დაიბადა ებრაელ-სეფარდების ფლამინგო მოდილიანისა და ევგენია გარსენის ოჯახში, ლივორნოში (ტოსკანა, იტალია). იგი ყველაზე უმცროსი შვილი იყო ოჯახში (მეოთხე). ამადეოს დაბადებამდე, ოჯახის საქმეები (შეშითა და ნახშირით) ვაჭრობა დაეცა; ამედეოს დედას, რომელიც ჩამოვიდა საფრანგეთიდან უწევდა ცხოვრებისათვის ფულის მოპოვება ფრანგული ენის სწავლითა და თარგმანებით, მათ შორის გაბრიელე დ ’ანუციოს ნაწარნოების თარგმნით. რადგანაც ევგენია წარმოშობით იყო მარსელიდან, მოდილიანიმ ფრანგული ენის შესაწავლა დაიწყო ადრეულ ბავშვობაში, რამაც შემდეგ გაუადვილა ინტეგრაცია პარიზში. ითვლება, რომ დედის რომანტიულმა ნატურამ იქონია უდიდესი ზეგავლენა ახალგაზრდა მოდილიანის მსოფლმხედველობაზე. დედამისის დღიური, რომელსაც ...
Recent posts
კანკაძე ანა-მარია-ninikanka.blogspot.com. ლეგაშვილი სერგი-icons4freeinroblospot. com. საბაშვილი ნინი-ninikanka. blogspot. com. ჩიქოვანი ანასტასია-designertaso.blogstop.com. ჩომახიძე გურამი-gurochomakhidze. blogspot. com. პატარიძე ანი-anianzo.blogspot.com ჯეირანაშვილი სიდონია-paintersido. blogspot. com.

რაფაელ სანტი

რაფაელმა ადრეულ ასაკში დაკარგა თავისი მშლობლები. დედამისი მარჯი ჩარლა გარდაიცვალა 1491 წელს, ხოლო მამამისი ჯოვანი სანტი — 1494 წელს. მამამისი იყო მხატვარი და პოეტი, ამიტომაც პირველი გამოცდილება რაფაელმა მამამისის სახელოსნოში მიიღო. რაფაელის პირველი ნამუშევარია  „მადონა ყრმით“ . აღორძინების მხატვრობის ნათელი და ხალისიანი ფიგურა იყო რაფაელ სანტი. რაფაელი ებრაულად „ღვთის წყალობას“ ნიშნავს.სწორედ ასეთი წყალობა მოევლინა ქალაქ ურბინოს, როცა 1483 წელს იქ დაიბადა რაფაელი. თავდაპირველად რაფაელს ხატვა მამამ ასწავლა, შემდეგ ოსტატმა ვიტემ, ბოლოს კი პერუჯაში მხატვარ პიერო პანუჩის(პერუჯინოს) მოსწავლე ხდება. რაფაელმა მხატვრობის ნიჭი ადრეული ასაკიდან გამოავლინა, 17 წლის ასაკში ის უკვე ავტორია ნახატების „რაინდის სიზმარი“, „სამი გრაცია“ და „პერუჯინოს პორტრეტი“. 1504 წელს იგი მიდის ფლორენციაში, სადაც ამ დროს მოღვაწეობენ მიქელანჯელო და ლეონარდო და ვინჩი. ამიტომ პირველ ხანებში რაფაელი განიცდის ლეონარდოსა და მაზაჩოს ზეგავლენას და ზურგს აქცევს წმინდა საეკლესიო მხატვრობას. სწორედ ფლორენციაში შექმნა ...

პეტერ პაულ რუბენსი

პეტერ პაულ რუბენსი ფლანდრიელი ფერმწერი იყო. იგი დაიბადა ფლანდრიელ ემიგრანტთა ოჯახში. 1589 წლიდან რუბენსი  ანტვერპენში  ცხოვრობდა, სადაც მრავალმხრივი ჰუმანისტური განათლება მიიღო. 1591 წელს ფერწერას სწავლობდა პეიზზაჟისტ ტ. ვერჰახტთან. 1600-08 წლები იტალიაში გაატარა, უმეტესად მანტუის ჰერცოგის კარზე. იყო რომში, ვენეციასა და გენუაში; სწავლობდა  მიქელანჯელოს ,  რაფაელის ,  ტიციანისა  და  კარავაჯოს  შემოქმედებას, აქტიურად ეცნობოდა თავისი ეპოქაში შექმნილ ნამუშევრებსაც. იშვიათ ოსტატობას აღწევს ადამიანის შიშველი სხეულსა და მდიდრული სამოსელის ფაქტურის გადმოცემაში. ანტვერპენში დამკვიდრების შემდეგ პირველ ხანებში ასრულებდა მუნუმ-რელიგიურ კომპოზიციებს. 1612-20 წლებს მიეკუთვნება რუბენსის მრავალი შედევრი. რომლებშიც მისმა ხელოვნებამ შემოქმედებით სიმწიფეს მიაღწია: ”პერსევსი და ანდრომედე’’, “რევკიპეს ასულთა მოტაცება ”, “ მთვრალი სილენე”, “ ამორძალთა ბრძოლა”, “ნადირობის სცენები”, გრანდიოზული დეკორაციები, კომპოზიციები, რომლებიც შესრულებული იყო ევროპაში, სხვადასხვ...

სალვადორ დალი

სალვადორ დალი დაიბადა  1904  წლის  11 მაისს   ესპანეთში , კერძოდ  კატალონიურ  ქალაქ  ფიგერასში , ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში.  1914  წლიადან  1918  წლამდე იზრდებოდა მშობლიურ ქალაქში, მარისტების ორდენის აკადემიაში. 1916  წელს არდადეგებზე გაემგზავრა ქალაქ  კადაკესში , სადაც  მოდერნისტულ  ხელოვნებას ეზიარა. დალის პირველი პერსონალური გამოფენა  1919  წელს მოეწყო.  1921  წელს მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი  მადრიდში  გაეგზავნა, რათა მას სწავლა სან–ფერნანდოს აკადემიაში გაეგრძელებინა. დედაქალაქში დალიმ გაიცნო ესპანური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაა  ლუის ბუნიუელი ,  ფედერიკო გარსია ლორკა  და პედრო გარფიასი. მადრიდში დალი საკუთარ ნახატებში  კუბიზმისა  და  დადაიზმის  შერწყმას ცდილობს.  1926  წელს სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ...

მიქელანჯელო

მიქელანჯელო დაიბადა ლუდოვიკო ლეონარდო ბუონაროტის ოჯახში 1475 წლის 6 მარტს ქალაქ  კაპრეზში  (ახლანდელი პროვინცია არეცო),  ფლორენციის  მახლობლად. დედამისი იყო ფრანჩესკა დე ნერი დი მინიატო დელ სერა. მას ხუთი შვილი ჰყავდა და გარდაიცვალა, როცა მიქელანჯელო მხოლოდ ექვსი წლისა იყო. მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ საკუთარი შვილი მოქანდაკე ყოფილიყო და მის მომავალთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა. ამან განაპირობა მიქელანჯელოს გადაწყვეტილება, 13 წლის ასაკში, გადასულიყო  დომენიკო გირლანდაიოს  სახელოსნოში, მის ასისტენტად. სადაც ის, სამი წლის განმავლობაში, ფრესკის ხელობას ეუფლებოდა და ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ხატვას ცდილობდა, რასაც ისე ახერხებდა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. სწორედ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო, 1490−1492 წლებში, ფლორენციის იმდროინდელ მმრათველ,  ლორენცო მედიჩის  ვილაში. ამ პერიოდის ნამუშევრებია, „კენტავრების ბრძოლა“ და „მადონა...

Vincent willem van Gogh

Vincent Willem van Gogh  ( Dutch:  [ˈvɪnsɛnt ˈʋɪləm vɑn ˈɣɔx]  (   listen ) ; [note 1]  30 March 1853 – 29 July 1890) was a Dutch  Post-Impressionist  painter who is among the most famous and influential figures in the history of Western art. In just over a decade he created about 2,100 artworks, including around 860  oil paintings , most of them in the last two years of his life in  France , where he died. They include  landscapes ,  still lifes ,  portraits  and  self-portraits , and are characterised by bold colours and dramatic, impulsive and expressive  brushwork  that contributed to the foundations of  modern art . His suicide at 37 followed years of mental illness and poverty. Born into an upper-middle-class family, Van Gogh drew as a child and was serious, quiet and thoughtful. As a young man he worked as an art dealer, often travelling, but became depressed after he was transfer...

კლოდ მონე

მონე დაიბადა  1840  წლის  14 ნოემბერს ,  პარიზში  და ის ოსკარის სახელით მოუნათლავთ.  1846  წელს მამამისი მთელ ოჯახთან ერთად გადავიდა  ჰავრში. ოსკარი ბავშვობიდანვე კარგად ხატავდა, 17 წლის ასაკში მის კარიკატურებს  ეჟენ ბუდენი  თავის საკანცელარიო ნაწარმთა სავაჭრო ჯიხურში ჰფენდა. ბუდენმა მაშინვე შეიცნო მომავალი დიდი მხატვარი. მან მონეს შეაგრძნობინა პლენერის მთელი სიდიადე. ბუდენმა ოსკარს გააცნო  გუსტავ კურბე , იოკინდი, დობინი, რომელთა რეალისტურმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა მასზე. ბუდენმა დაარწმუნა მონე, რომ ფერწერა მისი ჭეშმარიტი მოწოდება იყო. მონეც დარწმუნდა ამაში, თუმცა თავიდან მის სურვილს ეწინააღმდეგებოდნენ მშობლები. ბოლოს მონემ დაჟინებული თხოვნით დაითანხმა მშობლები და მათ ის ცოტა ხნით პარიზში, მხატვრულ სამყაროსთან გასაცნობად გაუშვეს. მაგრამ პარიზმა ის დიდი ხნით დაიტოვა. პირობის დარღვევის გამო მამამისმა შუწყვიტა ფინანსური დახმარება და მონე იძულებული გახდა მამიდის მიერ შემოთავაზებულ მცირე დახმარებას დასჯერებოდა. ახალი დამ...

Leonardo di ser piero da vinci

    Leonardo di ser Piero da Vinci  ( Italian:  [leoˈnardo di ˌsɛr ˈpjɛːro da (v)ˈvintʃi]  (   listen ) ; 15 April 1452 – 2 May 1519), more commonly  Leonardo da Vinci  or simply  Leonardo , was an  Italian   polymath  whose areas of interest included  invention ,  painting ,  sculpting ,  architecture ,  science ,  music ,  mathematics ,  engineering ,  literature ,  anatomy ,  geology ,  astronomy ,  botany ,  writing ,  history , and  cartography . He has been variously called the father of  palaeontology ,  ichnology , and architecture, and is widely considered one of the greatest painters of all time. Sometimes credited with the inventions of the  parachute ,  helicopter  and  tank , [1] [2] [3]  he epitomised the  Renaissance humanist  ideal. Many historians and scholars regard Leo...

ელენე ახვლედიანი

1922  წელს სწავლობდა  თბილისის სამხატვრო აკადემიაში . იყო  გ. გაბაშვილის  მოწაფე. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში,  კოლაროსის აკადემიაში  ( 1922 - 1927 ).  1927  წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება — ზოგჯერ ხალისიანი და სადღესასწაულო, ზოგჯერ — სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც. განსაკუთრებული სიყვარულით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ძველი თბილისი“ ( 1924 , კერძო კუთვნილება, თბილისი), „კახეთი-ზამთარი“ ( 1924 , საქარ...