Skip to main content

პეტერ პაულ რუბენსი


პეტერ პაულ რუბენსი ფლანდრიელი ფერმწერი იყო. იგი დაიბადა ფლანდრიელ ემიგრანტთა ოჯახში. 1589 წლიდან რუბენსი ანტვერპენში ცხოვრობდა, სადაც მრავალმხრივი ჰუმანისტური განათლება მიიღო. 1591 წელს ფერწერას სწავლობდა პეიზზაჟისტ ტ. ვერჰახტთან. 1600-08 წლები იტალიაში გაატარა, უმეტესად მანტუის ჰერცოგის კარზე. იყო რომში, ვენეციასა და გენუაში; სწავლობდა მიქელანჯელოსრაფაელისტიციანისა და კარავაჯოს შემოქმედებას, აქტიურად ეცნობოდა თავისი ეპოქაში შექმნილ ნამუშევრებსაც.
იშვიათ ოსტატობას აღწევს ადამიანის შიშველი სხეულსა და მდიდრული სამოსელის ფაქტურის გადმოცემაში. ანტვერპენში დამკვიდრების შემდეგ პირველ ხანებში ასრულებდა მუნუმ-რელიგიურ კომპოზიციებს. 1612-20 წლებს მიეკუთვნება რუბენსის მრავალი შედევრი. რომლებშიც მისმა ხელოვნებამ შემოქმედებით სიმწიფეს მიაღწია: ”პერსევსი და ანდრომედე’’, “რევკიპეს ასულთა მოტაცება ”, “ მთვრალი სილენე”, “ ამორძალთა ბრძოლა”, “ნადირობის სცენები”, გრანდიოზული დეკორაციები, კომპოზიციები, რომლებიც შესრულებული იყო ევროპაში, სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი არისტოკრატებისა და მეფეთა შეკვეთით; კარტონები ხალიჩებისათვის, რომლებზეც გამოსახული იყო სცენები დეციუს მაუსის ცხოვრებიდან. უზარმაზარი სურათები ანტვერპენის იეზუიტების ამსახველი პანოები ლუქსემბურგის სასახლისთვის. გარეგნული ბრწყინვალებით აღბეჭდილი ვირი ტოზოლი არისტოკრატების პორტრეტები. 1620-იან წლებში ფლამანდრიის მთავრობის დავალებით რუბენსმა რთული დიპლომატიური მისია შეასრულა, იყო ესპანეთში (1628) ინგლისში (1629-30). მას ყველგან დიდი პატივით ხვდებოდნენ.
1626 წ. გარდაიცვალა რუბენსის მეუღლე. 1630 წ. შეირთო მდიდარი ვაჭრის ქალიშვილი, ახალგაზრდა ელენ ფურმანი. სიცოცხლის ბოლო ათწლეული აქტიურ შემოქმედებით მოღვაწეობას მიუძღვნა. ამ დროს რუბენსი ჩამოსცილდა დიპლომატიურ სამსახურს, სასახლის კარს და მთელი თავისი ძალ-ღონე მხატვრობას მიუძღვნა, ეს მისი შემოქმედების უმაღლესი გაფურჩქვნის ხანაა; ყველა სურათს - უმეტესად პორტრეტებს, პეიზაჟებს, მითოლოგიებს, სცენებებს თვითონ ასრულებდა. ახალგაზრდა მეუღლეს ხატავდა ხან შვილებთან ერთად, ხან ცალკე, ზოგჯერ მითოლოგიური და სარწმუნოებრივი სცენების მონაწილედ ხდიდა.
ამ დროინდელი პორტრეტები, განსაკუთრებით მხატვრის მახლობელ პირების, მოკლებულია გარეგნულ ეფექტებს.უფრო თბილი და ღრმაა დახასიათების მხრივ. ბოლო წლებს მიეკუთვნება აგრეთვე რუბენსის საუკეთესო პეიზაჟების უმეტესობა. მხიარულებითა და სიხალისით აღსავსე სურათები, რომლებზედაც გამოსახულია სცენები სახლის ცხოვრებიდან, მითოლოგიური პერსონაჟები და სხვ. დიდი მხატვრული ღირებულება აქვს რუბენსის მრავალრიცხოვან ესკიზებსა და ნახატებს. მისმა ,,კულტურულმა მემკვიდრეობამ" დიდი გავლენა იქონია მომავალ ევროპელ მხატვრებზე. რუბენსი გარდაიცვალა 1640 წლის 30 მაისს, ანტვერპენში.

Comments

Popular posts from this blog

მიქელანჯელო

მიქელანჯელო დაიბადა ლუდოვიკო ლეონარდო ბუონაროტის ოჯახში 1475 წლის 6 მარტს ქალაქ  კაპრეზში  (ახლანდელი პროვინცია არეცო),  ფლორენციის  მახლობლად. დედამისი იყო ფრანჩესკა დე ნერი დი მინიატო დელ სერა. მას ხუთი შვილი ჰყავდა და გარდაიცვალა, როცა მიქელანჯელო მხოლოდ ექვსი წლისა იყო. მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ საკუთარი შვილი მოქანდაკე ყოფილიყო და მის მომავალთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა. ამან განაპირობა მიქელანჯელოს გადაწყვეტილება, 13 წლის ასაკში, გადასულიყო  დომენიკო გირლანდაიოს  სახელოსნოში, მის ასისტენტად. სადაც ის, სამი წლის განმავლობაში, ფრესკის ხელობას ეუფლებოდა და ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ხატვას ცდილობდა, რასაც ისე ახერხებდა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. სწორედ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო, 1490−1492 წლებში, ფლორენციის იმდროინდელ მმრათველ,  ლორენცო მედიჩის  ვილაში. ამ პერიოდის ნამუშევრებია, „კენტავრების ბრძოლა“ და „მადონა...

ელენე ახვლედიანი

1922  წელს სწავლობდა  თბილისის სამხატვრო აკადემიაში . იყო  გ. გაბაშვილის  მოწაფე. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში,  კოლაროსის აკადემიაში  ( 1922 - 1927 ).  1927  წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება — ზოგჯერ ხალისიანი და სადღესასწაულო, ზოგჯერ — სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც. განსაკუთრებული სიყვარულით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ძველი თბილისი“ ( 1924 , კერძო კუთვნილება, თბილისი), „კახეთი-ზამთარი“ ( 1924 , საქარ...