Skip to main content

ფიროსმანი



ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ. დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს იღებდა. 1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.
ფიროსმანის, როგორც მხატვრის აღმოჩენაში, მისი სურათების შეგროვებასა და შემოქმედების პროპაგანდაში განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ძმებ ზდანევიჩებს - მხატვარ კირილ და პოეტ ილიას, მხატვრებს მ. ლე დანტიუს, დ. შევარდნაძესლ. გუდიაშვილსდ. კაკაბაძეს და სხვებს. უფრო გვიან - გ. ლეონიძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ცნობები მოიპოვა´მისი ბიოგრაფიისათვის

ფიროსმანაშვილის ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ქართველ მხატვართა I დიდ გამოფენაზე თბილისში 1918 წელს. 1920-იან წლებში იბეჭდებოდა წერილები პერიოდულ პრესაში, გამოიცა მისდამი მიძღვნილი კრებული. განსაკუთრებით გაცხოველდა ინტერესი ფიროსმანისადმი 50-იან წლების შემდეგ - გამოიცა წიგნები საქართველოში, რუსეთში, უცხოეთში. შეიქმნა ბიოგრაფიული ფილმი, დაიწერა მისდამი მიძღვნილი პიესები, მუსიკალური ნაწარმოებები; ფიროსმანის სურათების გამოფენა მოეწყო ყოფილ სსრკ-ის ქალაქებში და დასავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში. თბილისში დაიდგა ფიროსმანის ძეგლი; მხატვრის მშობლიურ სოფელში - მირზაანში - გაიხსნა ფიროსმანის მუზეუმი. მხატვრის ნამუშევართა დიდი ნაწილი ამჟამად ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, აგრეთვე ყოფილ სსრკ-ისა და საზღვარგარეთის ზოგ მუზეუმებში, თბილისის ყოფილ სსრკ-ისა და უცხოეთის კერძო კოლექციებში. მის ნაწარმოებთა დიდი ნაწილის ქრონოლოგია დღემდია დაუდგენელია

Comments

  1. ძალიან საინტერესოა! ყოჩაღ სიდონია :*

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

ელენე ახვლედიანი

1922  წელს სწავლობდა  თბილისის სამხატვრო აკადემიაში . იყო  გ. გაბაშვილის  მოწაფე. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში,  კოლაროსის აკადემიაში  ( 1922 - 1927 ).  1927  წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ - ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება — ზოგჯერ ხალისიანი და სადღესასწაულო, ზოგჯერ — სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც. განსაკუთრებული სიყვარულით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ძველი თბილისი“ ( 1924 , კერძო კუთვნილება, თბილისი), „კახეთი-ზამთარი“ ( 1924 , საქარ...

პეტერ პაულ რუბენსი

პეტერ პაულ რუბენსი ფლანდრიელი ფერმწერი იყო. იგი დაიბადა ფლანდრიელ ემიგრანტთა ოჯახში. 1589 წლიდან რუბენსი  ანტვერპენში  ცხოვრობდა, სადაც მრავალმხრივი ჰუმანისტური განათლება მიიღო. 1591 წელს ფერწერას სწავლობდა პეიზზაჟისტ ტ. ვერჰახტთან. 1600-08 წლები იტალიაში გაატარა, უმეტესად მანტუის ჰერცოგის კარზე. იყო რომში, ვენეციასა და გენუაში; სწავლობდა  მიქელანჯელოს ,  რაფაელის ,  ტიციანისა  და  კარავაჯოს  შემოქმედებას, აქტიურად ეცნობოდა თავისი ეპოქაში შექმნილ ნამუშევრებსაც. იშვიათ ოსტატობას აღწევს ადამიანის შიშველი სხეულსა და მდიდრული სამოსელის ფაქტურის გადმოცემაში. ანტვერპენში დამკვიდრების შემდეგ პირველ ხანებში ასრულებდა მუნუმ-რელიგიურ კომპოზიციებს. 1612-20 წლებს მიეკუთვნება რუბენსის მრავალი შედევრი. რომლებშიც მისმა ხელოვნებამ შემოქმედებით სიმწიფეს მიაღწია: ”პერსევსი და ანდრომედე’’, “რევკიპეს ასულთა მოტაცება ”, “ მთვრალი სილენე”, “ ამორძალთა ბრძოლა”, “ნადირობის სცენები”, გრანდიოზული დეკორაციები, კომპოზიციები, რომლებიც შესრულებული იყო ევროპაში, სხვადასხვ...

რაფაელ სანტი

რაფაელმა ადრეულ ასაკში დაკარგა თავისი მშლობლები. დედამისი მარჯი ჩარლა გარდაიცვალა 1491 წელს, ხოლო მამამისი ჯოვანი სანტი — 1494 წელს. მამამისი იყო მხატვარი და პოეტი, ამიტომაც პირველი გამოცდილება რაფაელმა მამამისის სახელოსნოში მიიღო. რაფაელის პირველი ნამუშევარია  „მადონა ყრმით“ . აღორძინების მხატვრობის ნათელი და ხალისიანი ფიგურა იყო რაფაელ სანტი. რაფაელი ებრაულად „ღვთის წყალობას“ ნიშნავს.სწორედ ასეთი წყალობა მოევლინა ქალაქ ურბინოს, როცა 1483 წელს იქ დაიბადა რაფაელი. თავდაპირველად რაფაელს ხატვა მამამ ასწავლა, შემდეგ ოსტატმა ვიტემ, ბოლოს კი პერუჯაში მხატვარ პიერო პანუჩის(პერუჯინოს) მოსწავლე ხდება. რაფაელმა მხატვრობის ნიჭი ადრეული ასაკიდან გამოავლინა, 17 წლის ასაკში ის უკვე ავტორია ნახატების „რაინდის სიზმარი“, „სამი გრაცია“ და „პერუჯინოს პორტრეტი“. 1504 წელს იგი მიდის ფლორენციაში, სადაც ამ დროს მოღვაწეობენ მიქელანჯელო და ლეონარდო და ვინჩი. ამიტომ პირველ ხანებში რაფაელი განიცდის ლეონარდოსა და მაზაჩოს ზეგავლენას და ზურგს აქცევს წმინდა საეკლესიო მხატვრობას. სწორედ ფლორენციაში შექმნა ...